მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინის უბანი, რომელიც „სულიერია“.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინის უბანი, რომელიც „სულიერია“.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტვინის უბანი, რომელიც სულიერი გამოცდილებასთან არის კავშირში.

ყველა ადამიანს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს რელიგიასთან, ზოგი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, ზოგი ათეისტად, მაგრამ ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ისეთი რამ შეემთხვათ, რაც მხოლოდ სულიერ გამოცდილებას შეიძლება უკავშირდებოდეს.
მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ მიაგნეს ტვინის იმ უბანს, რომელიც ამ ტრანსცენდენტულ მოვლენებს თან ებმის.

იელის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერისა და მკვლევარის, მარკ პოტენზას შეფასებით, სულიერი გამოცდილება ძალიან ძლიერი მოვლენაა და ადამიანის ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

„ამ გამოცდილების ნერვული ბაზების მიგნება დაგვეხმარება უკეთ გავიაზროთ მათი როლი და გამოვიყენოთ მენტალური ჯანმრთელობისა და ჩვევითი აშლილობების სამკურნალოდ“, - განაცხადა მკვლევარმა.

პოტენზას გუნდმა 27 ჯანრთელი და ახალგაზრდა ადამიანი გამოკითხა, რათა უკეთ გამოეკვლიათ წარმოსახვითი სკრიპტი, რომელიც მათ ადრინდელ, სულიერ გამოცდილებას უკავშირდებოდა.

მონაწილეებს სთხოვეს, აღეწერათ სიტუაცია, რომლის დროსაც, სულიერ არსებობასთან მტკიცე კავშირი იგრძნეს.

„ეს არის მდგომარეობა, როცა გრძნობ რაღაც ისეთს... საკუთარ თავზე უფრო დიდს, ძლიერ ძალას, ენერგიას ან რაიმე სხვას“ - განაცხადეს მათ.

ერთი კვირის შემდეგ კი იმავე მონაწილეებს ჩაუტარეს ტვინის fMRI სკანირება, რომლის დროსაც, მოასმენინეს ქალის ნეიტრალური ხმა, რომელიც მათი სულიერი გამოცდილებების შესახებ ხელნაწერს კითხულობდა. მიზანი იყო, „რეციპიენტებს“ კვლავ წარმოედგინათ იგივე მომენტები, რაც თავდაპირველად განიცადეს და პარალელურად დაკვირვებოდნენ მათ ტვინს - სად, რომელ უბანზე გამოვლინდებოდა „სულიერების“ გავლენა.

სხვადასხვა კულტურებსა და ისტორიებში ადამიანებს უამრავი სახის სულიერი გამოცდილება მიუღიათ, ყველა მათგანს ტრადიციებისა და პრაქტიკის გავლენა ეტყობა.

შედეგებით დადგინდა, რომ როცა მონაწილეებმა სულიერი გამოცდილება ხელახლა იგრძნეს, ერთნაირი ცვლილებები გამოუვლინდათ: შეუმცირდათ აქტივობა თალამუსსა და მის მიდამოებში, რომლებიც სენსორულ და ემოციურ დამუშავებასთან არის კავშირში.
შედეგთა შეჯამება საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ სულიერ გამოცდილებას ხელშესახები, ხილული ცვლილებების გამოწვევაც შეუძლია.

„თუ გავზრდით ემპირიულ გაგებას იმისა თუ როგორ უკავშირდება ჩვენი სულიერი გამოცდილებები ტვინს, შევძლებთ, ის მრავალ სხვადასხვა მკურნალობაში გამოვიყენოთ. განსაკუთრებით კი მენტალური ჯანმრთელობის საკითხებში", - აცხადებენ მკვლევარები.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST