ბიოინჟინერია და გენეტიკური რედაქტირების ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეიქმნას ისეთი ადამიანური უჯრედები, რომლებიც ვირუსგამძლეები იქნებიან.
ადამიანის გენომში ცილების მრავალჯერადი გადაპროგრამირება დიდ ძალისხმევას საჭიროებს, თუმცა სწორედ აღნიშნული ფაქტი იძლევა იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ უკვე 10 წლის შემდეგ შეიქმნება პირველი უჯრედები, რომლებიც ნებისმიერ ვირუსს, ბაქტერიას და ინფექციას დაძლევენ. გენური ინჟინერიის მიღწევების შესახებ ანგარიშის ავტორი არის ექიმი-გენეტიკოსი ფრენსის კოლინზი, პროექტ Genome-ის ხელმძღვანელი.
მისი განცხადებით, მეცნიერები ადამიანის 20 ათასი გენიდან მეცნიერები აპირებენ გამოდევნონ ზედმეტი „ერთეულები“ გენეტიკური ინფორმაციის, რომელიც ადამიანის ორგანიზმის შემდგომ განვითარებას უშლის ხელს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გენეტიკური მასალის პროგრამირება ფაქტობრივად ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი - მკვლევარების ნომერ პირველი ამოცანაა შექმნან ცილოვანი ჯაჭვი, რომელიც ადამიანს გახდის მდგრადს რადიაციის, სიცივის, კეთილთვისებიან და ავთვისებიანი წარმონაქმნების, ასევე ვირუსების მიმართ.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მეცნიერები გეგმავენ შექმნან უნიკალური, პრაქტიკულად უკვდავი ადამიანი, რომლის ორგანიზმშიც დაბერების პროცესი იქნება შენელებული - ეს მათ საშუალებას მისცემს არა მარტო დაძლიონ მძიმე დაავადებები, არამედ ადამიანის სიცოცხლე გაახანგრძლივონ 150-170 წლით.