საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა

საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა

საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს. ცენტრი ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტისა და ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროექტია. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ სამედიცინო ცენტრში ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე პირების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტში გაიგზავნებიან. ეპილეფსიისა და ძილის ცენტრის ხელმძღვანელი ნათელა ოკუჯავა გახლავთ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST