იცოდეთ მაინც - რა გვერდითი მოვლენები შეიძლება დაგეწყოთ ვაქცინირების შემდეგ

იცოდეთ მაინც - რა გვერდითი მოვლენები შეიძლება დაგეწყოთ ვაქცინირების შემდეგ

პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, ექსპერტები მოსალოდნელი გართულების შესახებ აფრთხილებენ. საუბარია გვერდით ეფექტებზე, რომლებიც რეციპიენტებს ვაქცინირების შემდეგ შეიძლება განუვითარდეთ გამონაყარის ან ანთებითი პროცესების სახით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა - The New England Journal of Medicine.

კერძოდ, 12 პაციენტს, რომლებმაც Moderna-ს ორი აუცილებელი ინექციიდან პირველი დოზა მიიღეს, რვა დღის შემდეგ გართულებები დაეწყოთ. ერთ შემთხვევაში ეს იყო 10 სმ-ის დიამეტრის მქონე გამონაყარი ინექციის ადგილას, ასევე ხელის გულზე და იდაყვებზე. ტარგეტული თერაპიის ჩატარების შემდეგ სიმპტომები ერთი კვირის განმავლობაში ალაგდა. შემდგომ, 12-ვე პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. გართულებები ამჯერადაც 12-დან მხოლოდ 6-ს აღენიშნა.

როგორც EADaily იუწყება, Swissmedic-ის სააგენტომ ჯერ კიდევ თებერვლის მიწურულს გამოაქვეყნა მონაცემები არასასურველი გვერდითი მოვლენებისა და გართულებების შესახებ. მონაცემები შვეიცარიიდან იქნა მოწოდებული. მონაცემთა უმეტესობა ვაქცინა Comirnaty-ს ეხებოდა, რომელიც ამერიკული Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის მიერ იყო შემუშავებული, ასევე Moderna-ს ვაქცინას. 156-დან 95 შემთხვევაში საკითხი ეხებოდა „სერიოზულ გართულებებს სამედიცინო კუთხით“, რაც აცრილების ჰოსპიტალიზირებით დასრულდა. გამონაყარის გარდა დაფიქსირდა თავის ძლიერი ტკივილები ანაფილაქტიკური შოკის ჩათვლით. 95-დან 16 შემთხვევაში პაციენტები გარდაიცვალნენ. რიგ შემთხვევაში, გარდაცვალების ფაქტები გარკვეული (როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი) დროის შემდეგ დაფიქსირდა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST