რატომ ამბობენ ვეგეტარიანელები ვაქცინაციაზე უარს?

რატომ ამბობენ ვეგეტარიანელები ვაქცინაციაზე უარს?

ვაქცინებსა და სხვადასხვა მედიკამენტებში ხშირად ხდება ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის გამოყენება, როგორიც მაგალითად, ღორის ჟელატინია. სწორედ ამას აპროტესტებს ბრიტანეთის ვეგეტარიანელთა საზოგადოება. 

ვეგეტარიანელების თქმით, ცხოველური კომპონენტების გამო უამრავი ვეგეტარიანელი ვაქცინაციაზე უარს ამბობს. ამის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მუსულმანთა კავშირისგან განსხვავებით, ვეგეტარიანელები აცრებზე უარის თქმას არავის ურჩევენ. ებრაელთა საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მათთვის ვაქცინებში ღორის კომპონენტების არსებობა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ვაქცინა საკვები არ არის და არ ყლაპავენ.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST