რა დაავადებების შემთხვევაში არ შეიძლება ვიტამინების მიღება

რა დაავადებების შემთხვევაში არ შეიძლება ვიტამინების მიღება

ვიტამინებს და მინერალებს ძალიან ბევრი ადამიანის ჯანსაღ დიეტაში უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს, თუმცა ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მათი დიდი ნაწილის მიღებას, ძალიან მცირე დადებითი შედეგი მოაქვს. 

ეს შეფასება, განსაკუთრებით, C და D ვიტამინებსა და კალციუმს ეხება.

2012-2017 წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, მათი მიღება კარდიოვასკულარული დაავადებების, გულის შეტევებისა და ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილების საკითხში უმნიშვნელოდ თუ დაგვეხმარება.

ერთ ერთი მკვლევარის, დევიდ ჯეკინსის განმარტებით, ვიტამინების/მულტივიტამინების ნაწილის მიღება არაფერს გვავნებს, თუმცა არც დიდ სარგებელს მოგვიტანს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამავე კვლევის თანახმად, ფოლიუმის მჟავასა და B ვიტამინს, ინფარქტისა და კარდიოვასკულარული დაავადებების რისკის შემცირება ნამდვილად შეუძლია.

მვკლევარები გვირჩევენ, რომ დანამატების მიღებამდე კარგად შევისწავლოთ მათი დადებითი ეფექტები და გავიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ცდები A, B1, B2, B3 (ნიაცინი), B6, B9 (ფოლიუმის მჟავა), C, D, E, ვიტამინებს, ასევე კაროტინს, კალციუმს, რკინას, თუთიას, მაგნეზიუმსა და სელენიუმს შეეხო.

შედეგებმა აჩვენა, რომ გაციების დროს უკეთესია თუთიის მიღება, ვიდრე C ვიტამინისა.

რადგან D ვიტამინის მიღება საკვებიდან შეუძლებელია, თუ მის დეფიციტს განიცდით სჯობს მცირე, მაგრამ მაინც არსებული ეფექტი დანამატებიდან მიიღოთ.

მკვლევარები დასძენენ, რომ არც ერთ საკვებ დანამატს არ აქვს ისეთი დადებითი შედეგი, როგორიც ბოსტნეულის, ხილისა და თხილეულის მიღებას.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST