რა წამლები უნდა წავიღოთ შვებულებაში

რა წამლები უნდა წავიღოთ შვებულებაში

ზაფხული კარს მოგვადგა და სადაცაა დაიწყება შვებულებების სეზონი. ბევრი ბარგს ალაგებს ნანატრი ზღვის ან მთის მოლოდინში. საცურაო კოსტუმები, სათვალეები, სამგზავრო რუკები - რა თქმა უნდა ყველამ თან უნდა ვიქონიოთ, თუმცა ექიმები გვახსენებენ: შვებულების დროს თქვენი ჯანმრთელობა შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ასე რომ, ყველაფერთან ერთად ურიგო არ იქნება თუ თან იქონიებთ ე.წ. სამგზავრო აფთიაქს.

პირველ რიგში, გამგზავრების წინ, აუცილებლად წაიღეთ ყველა ის პრეპარატი, რომელსაც მუდმივად იღებთ. თუ ბავშვებთან ერთად მიემგზავრებით, წინდაწინ ექიმი-პედიატრი მოინახულეთ, რომელიც იმ წამლებს გირჩევთ, რაც თქვენს ბავშვებს დასჭირდებათ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

საზღვარგარეთ გამგზავრების წინ კი, არავითარ შემთხვევაში არ უგულველყოთ სამედიცინო დაზღვევა.

ახლა, კი, წამლების მინიმალური ჩამონათვალი, რომელიც შვებულების დროს უმჯობესია თან იქონიოთ.

1. ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად პენტალგინი, კეტანოვი, სპაზმალგონი.

2. ანტისეპტიური ხსნარები:წყალბადის ზეჟანგი, ბრილიანტის მწვანე, მირამისტინი ანდა ქლორგეკსიდინი (ჭრილობების დასამუშავებლად).

3. სიცხის დამწევები - პარაცეტამოლი, ასპირინი და ა.შ.

4. ანტიჰისტამინური საშუალებები (ალერგიის საწინააღმდეგო). იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ანდა თქვენი ოჯახის წევრებს არასოდეს არ ჰქონიათ

ალერგიული რეაქცია, მათი ქონა აუცილებელია - ახალი წყალი, ახალი საკვები, მწერები და ა.შ. - ყოველივე ამან შეიძლება ალერგიის პროვოცირება მოახდინოს. პრეპარატებიდან აუცილებლად დექსამეტაზოლის ამპულა, სუპრასტინი, ლოტეგრა ან ერიუსი.

5. ელექტროთერმომეტი, მხოლოდ შეამოწმეთ, რომ ელემენტები ახალი იყოს. ვერცხლისწყლით შეიძლება გატყდეს გზაში, ეს კი ძალიან სახიფათოა.

6. მზის დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებები. გამოდგება პანტელონი ან დექსპანტენოლი. ასევე, მზის საწინააღმდეგო მალამოები და ლოსიონები.

7. რყევის საწინააღმდეგო საშუალებები. შვებულება ზოგისთვის გრძელი გზაა ხმელეთით, ზღვით ან თვითმფრინავით. აფთიაქში ძალიან ფართი სპექტრია ამ ტიპის პრეპარატების, ასე რომ, ან ექიმს ჰკითხეთ რჩევა ან ფარმაცევტს.

8. დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები. ისევ და ისევ, უჩვეულო საკვებმა ანდა წყალმა შესაძლოა არასასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადოთ.

9. ენტეროსორბენტები. ამ პრეპარატებს შეუძლიათ ორგანიზმი იხსნან მავნე ტოქსინებისა და მოწამვლისგან. ყველა პოპულარული მათ შორის - აქტივირებული ნახშირია.

10. ყურის ანთებისსაწინააღდეგო და ტკივილგამაყუჩებელი წვეთები. ეს იმ შემთხვევსთვის, თუ ყურში მოხვედრილი ზღვის წყალი ანთებას გამოიწვევს.

11. ცხვირის წვეთები, მაგალითად, ოქსიმეტაზოლინი.

12. რა თქმა უნდა, აუცილებლად თან იქონიეთ სტერილური სახვევი („ბინტი“), ბამბა, სპირტი, პლასტირები.

ამ ჩამონათვალში არ შევიყვანეთ ანტიბიოტიკები და ანტივირუსული პრეპარატები, ვინაიდან მათი მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდირებული.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ აუციელებელია პრეპარატების შენახვის ვადის წინდაწინ გადამოწმება. ასევე შენახვის პირობების ცოდნა. ამ უკანასკნელის დაცვა აუცილებელია. კერძოდ, აზრი არ აქვს იმ პრეპარატების თან წაღებას, რომლებიც მაცივარში ინახება. აი, თერმო ჩანთის წაღება კი აუცილებელია.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST