წამლების მიღების წესი, რომლის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

წამლების მიღების წესი, რომლის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

დაავადებათა უმრავლესობის დამარცხება წამლების მიღების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, ბევრმა ჩვენთაგანმა არ იცის, როგორ უნდა მიიღოს სწორად წამალი. ეს კი ხშირად პრეპარატის ზემოქმედებას არათუ უეფექტოს ხდის, არამედ შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის.
რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
აუცილებლად ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში, თუ რა მედიკამენტებს იღებთ. ხშირად ადამიანებს მთელი რიგი დაავადებები აწუხებთ და სხვადასხვა მედიკამენტს ერთდროულად იღებენ. თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს ამის შესახებ, რათა მკურნალობამ მაქსიმალური ეფექტი მოგცეთ. წამლები და მათში შემავალი ინგრედიენტები ურთიერთ თავსებადი უნდა იყოს. შეუთავსებელი პრეპარატები არათუ არ იმოქმედებენ სენზე, არამედ მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენონ ორგანიზმს.
ასევე არ შეიძლება წამლის მიღების გრაფიკის დარღვევა, ვინაიდან ეფექტი ქვეითდება. რა თქმა უნდა, ამ დროს  ყველანაირი ალკოჰოლი გამოირიცხება. კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევთ იმ ფაქტს, თუ როგორ საკვებთან არის შეუთავსებელი ესა თუ ის პრეპარატი. მაგალითად, სტატინების მიღების დროს, მოგიწევთ დაივიწყოთ გრეიფრუტი. არასოდეს არ გააკეთოთ წამლის დოზის თვითნებური რეგულირება. მკურნალობის დასაწყისში კი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებასაც კი.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST