31 მაისი - მსოფლიო თამბაქოს გარეშე

31 მაისი - მსოფლიო თამბაქოს გარეშე

ყოველი წლის 31 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღეს აღნიშნავს. წლევანდელი 31 მაისის ფოკუსი თამბაქოსა და გულის დაავადებების კავშირზე შეჩერდა.

კამპანიის მიზანია, მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერება აამაღლოს და ხაზი გაუსვას, რომ თამბაქოსა და გულის/კარდიოვასკულარულ დაავადებებს შორის მჭიდრო კავშირია. აღსანიშნავია, რომ ინფარქტი ლიდერია სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის.

გარდა ამისა, თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის კორონალური და პერიფერიული ვასკულარული დაავადებების განვითარების რისკსაც.

გულის დაავადებების 17%-ის გამომწვევი მიზეზი პირდაპირი ან მეორედი კვამლია

გლობალური თამბაქოს ეპიდემია ყოველწლიურად 7 მილიონ ადამიანს კლავს, აქედან 900 000 მწეველი არ არის, მაგრამ პასიური მწეველობა უწევს.

მწეველთა 80% დაბალ ან საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს

2018 წლის „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღის მიზანია, გამოკვეთოს კავშირი თამბაქოს მოხმარებასა და გულის სხვადასხვა დაავადებებს შორის, აამაღლოს ცნობიერება იმის შესახებ, რომ კარდიოვასკულარულ დაავადებებს ხშირად იწვევს მეორადი კვამლი და ამ პრობლემაზე ზრუნვაში ჩართოს ქვეყნების მთავრობები და სხვადასხვა ორგანიზაციები.

P.S. თამბაქო ერთადერთი პროდუქტია, რომელიც მისი მომხმარებლების ნახევარს კლავს.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST