საქართველო ,,წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლს“ შეიმუშავებს

საქართველო ,,წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლს“ შეიმუშავებს

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით 16-18 ნოემბერს ჟენევაში ,,წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლის“ მხარეთა მე-6 სესია გაიმართა.  ,,წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლი“ წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევების შემცირებას ითვალისწინებს. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, გასული ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, წყლისა და სანიტარიული მომსახურება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
მაღალი რანგის წარმომადგენლების დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
სამედიცინო დაწესებულებებში WASH-ის (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ინფექციური კონტროლის უზრუნველყოფისთვის, ასევე ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია.
სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს ჰოსპიტლებში WASH -ის სტანდარტების დანერგვაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის
”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ღონისძიებაზე ქვეყნებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ უნდა შემცირდეს წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევები. ამ მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია WASH (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში, ანტიბიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერება და სექტორთა შორის თანამშრომლობა წყლის რესურსის რაციონალური მოხმარებისთვის.
სესიაში, ასევე, მონაწილეობენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი ნანა გაბრიაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST