1 იანვრიდან ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში - 7 ლარი, ექთნის კი - 4,4 ლარი იქნება

1 იანვრიდან ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში - 7 ლარი, ექთნის კი - 4,4 ლარი იქნება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. რეფორმის მიზანი სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და შესაბამის ანაზღაურების უზრუნველყოფაა.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა, ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8000 -ზე მეტ ექთანს.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST