4 წლის ბავშვისა და 90 წლის მოხუცის ღვიძლი ზუსტად ერთნაირად გამოიყურება და მათ შორის განსხვავების ნახვას შეძლებს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის სისტემა.
ჩინელი ექიმები მიიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მედიცინას იხსნის შეცდომებისა და არასწორი დიაგნოზებისგან. მათი აზრით, მედიცინის მომავალი იქნება ნეიროქსელებსა და ხელოვნურ ინტელექტში.
ამის შესახებ განაცხადა სპეციალურად ამ საკითხვისთვისმ მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ტაიბეის სამედიცინო მეცნიერებისა და ტექნიკის კოლეჯის დეკანმა ლი უ ცუანმა:
„ადამიანები სიმპტომებს ერთმანეთს ადარებენ გამოცდილებიდან გამომდინარე და ამ დროს შეიძლება ვერ შეამჩნიონ დაავადების ნიშნები.Ё
ლი უ ცუანის განცხადებით, მედიცინაში ნეიროქსელების გამოყენებით შესაძლებელი გახდება დაავადების ზუსტი დიაგნოზირება და წამლების სწორი გამოწერა:
„თუ პრეპარატი ეფექტურია ავადმყოფების 40%-თვის, ექიმებს ზუსტად არ შეუძლიათ იმის ცოდნა, მოხვდებიან თუ არა მათი პაციენტები იმ 40%-ში“ - აღნიშნა ლი უ ცუანმა.