დიმიტრი ხუნდაძე: „შეინიშნება შობადობის მკვეთრი შემცირება“

დიმიტრი ხუნდაძე: „შეინიშნება შობადობის მკვეთრი შემცირება“

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველო გარდაუვალ დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა. როგორც დეპუტატი განმარტავს, საქართველოში მოსალოდნელი გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისი დაიწყო, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდება და მოკლევადიან პერსპექტივაში მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება.
„შეინიშნება შობადობის მკვეთრი შემცირება და ერის ასაკობრივი სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლა -„ერის აქტიური დაბერება“. ამ მიმართულებით ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები უნდა გაფართოვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოგრაფიული კრიზისი შეუქცევად ხასიათს მიიღებს და სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელობის პრობლემად გადაიქცევა", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST