ძალიან საინტერესო ლექცია მედიცინის განვითარების ისტორიაზე

ძალიან საინტერესო ლექცია მედიცინის განვითარების ისტორიაზე

საჯარო ლექციის თემა ეხება ძალიან საინტერესო და ამავე დროს, მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ევროპის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა.

ეს გახლავთ საჯარო პრეზენტაციების სერია, რომელსაც წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომელიც ამავდროულად გახლავთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი  ზაზა ავალიანი.  აღნიშნული პრეზენტაციის ერთგვარ საფუძველს წაროადგენს ის მრავალრიცხოვანი კვლევები და დიდი გამოცდილება, რომელიც აღნიშნულ ინსტიტუციას გააჩნია.

საჯარო ლექციების ციკლში წარმოდგენილია საბუნებისმეტყველო და ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარება საუკუნეების მანძილზე, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორი მასშტაბური გავლენა იქონია ამ დარგებმა საზოგადოებაზე. სწორედ ამ უკანაკსნელმა შეცვალა დაავადების მიმართ მიდგომა დროთა განმავლობაში. საწყისები მოიცავს ბაბილონს, ჩინეთს, ეგვიპტეს, ინდოეთს. მაგალითად, სუმრუტამ ინდოეთიდან პირველად წამოაყენა სამედიცინო დიაგნოზისა და პროგნოზების კონცეფცია. ჰიპოკრატეს ფიცი დაიწერა ძველ საბერძნეთში, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცვით მე-5 საუკუნეში, ძველ პრაქტიკაზე დაყრდნობით პირველად შეიქმნა როჯერიუსის „ქირურგიის პრაქტიკა“. პრეზენტაციაში საუბარია ისეთ, დღემდე საკამათო საკითზე, როგორიც არის პლაცებოს ეფექტი და ა.შ.

მსმენელს ზღვა ინფორმაცია და ესთეტიკური სიამოვნება ელის!

გაზიარება
კომენტარები
POST
POST