როგორი იქნება „მეორე ტალღა“  — COVID-19-ის მართვის ექსპერტი პროფ. ზაზა ავალიანი

როგორი იქნება „მეორე ტალღა“ — COVID-19-ის მართვის ექსპერტი პროფ. ზაზა ავალიანი

მსოფლიოს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა, რომლებიც კურირებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს COVID-19-თან მიმართებაში, თავიანთ ანგარიშებში მოიხსენიეს ოთხი პიროვნება, რომლებიმაც საქართველოში ვირუსის პირველი ტალღა ფაქტობრივად გააჩერეს. ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ზაზა ავალიანი და თენგიზ ცერცვაძე. 

ყველაზე სიტყვაძუნწი ამ ოთხეულიდან ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანია, რომელმაც საკმაოდ საინტერესო, შეიძლება ითქვას აუცილებელი რეკომენდაციები მოგვცა COVID-19-თან დაკავშირებით.

- ბატონო ზაზა, მოქალაქეთა სახლის რეჟიმი გადასვლა გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება სუფთა ჰაერზე გასვლა?
- ინდივიდუალური გადაადგილების რეჟიმი შეზღუდული არ არის. აქ იგულისხმება სხვა ტიპის აკრძალვები - ჯგუფებად შეკრების, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ორიც კი შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს, ვინაიდან ერთ მათგანს შესაძლოა ჰქონდეს გავრცელების რისკები. თუ თვითიზოლაციის და პირადი უსაფრთხოების თემა იქნება დაცული, პირიქით, სუფთა ჰაერი არის ერთ-ერთი პირველი მოტივატორი, რომ მოხდეს პროცესის გაუმჯობესება. სიტუაცია არის ექსტრემალური - ფორს მაჟორში გვიწევს მუშაობა ყველა სამსახურს. მოგეხსენებათ, ბევრი ის შეზღუდვები, რაც მანამდე ვრცელდებოდა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში უკვე მოსახლეობაზე გადმოვიდა. სხვათაშორის, არის ასეთი მოსაზრება, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როდესაც გაიხსნება ფანჯრები, ვირუსი უკუიგდება. ეს მოხდება არ იმის გამო, რომ დათბობასთან ერთად ტემპერატურა პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს ვირუსზე, არამედ უფრო იმის გამო, რომ აერირებადი სივრცეების რაოდენობა გაიზრდება, გაიღება ფანჯრები, განიავდება სათავსოები და ა.შ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუშლის ვირუსის შემდგომ გავრცელებას. ზოგადად, რა თქმა უნდა, მისასალმებელიც არის სუფთა ჰაერზე ყოფნა, განსაკუთრებით იმათი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვთ, თუნდაც ქალაქგარეთ, ღია სივრცეებში რეკრიაციულ ზონებში გასვლის, მაგრამ იქაც არ უნდა მოხდეს კომუნიკაცია ჯგუფებთან მიმართებაში. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ვირუსი არის გავრცელებადი, რომელიც გადადის აირ-წვეთოვანი გზით და რომელიც შეიძლება ასევე ზედაპირებზე შეგხვდეს. ასე რომ, ღია სივრცეებში მოძრაობის დროსაც, უნდა მოვერიდოთ იმ ზედაპირებს, რომლებსაც შესაძლოა სხვა პირები შეეხნენ.

- რამდენი ხანი სძლებს ვირუსის მიკრობი ზედაპირზე?
- ამის შესახებ არსებობს სხვადასხვა თეორია. ბოლო მონაცემებით, ზედაპირებზე შესაძლოა მათ რამდენიმე დღე გაძლონ, რაც ცუდი მოცემულობაა. ზოგადად, სხვადასხვა ზედაპირზე სხვადასხვა დროა მიკრობის სიცოცხლისუნარიანობის დაფიქსირებული.

- ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე ყოფნის და აერაციის თემა, თუმცა სახელმწიფომ ხალხს სკვერებსა და პარკებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა. მაგალითად, პოლიციის კორდონი არტყია ლისის ტბას?
- ერთ-ერთი ბოლო კლასტერზე, რომელიც უკავშირდება ადამიანთა ერთად თავშეყრის ღონისძიებას, სადაც 20-ზე მეტმა პიროვნებამ მოიყარა თავი რესტორნის პირობებში, მოხდა ვირუსის შემდგომი გავრცელება. როდესაც რთულია ერთად თავმოყრილი ხალხის გაკონტროლება, ღია სივრცეშიც ამ ტიპის დარღვევები უნდა იყოს დასჯადი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ადამიანები აღარ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შექმნან ამგვარი სიტუაცია. მკაცრად უნდა იქნეს მოთხოვნილი ზომების გატარება იმ პირების მიმართ, რომლებიც თვითნებურად არღვევენ იზოლაციის წესებს. თითოეული ასეთი პიროვნება მკაცრ კონტროლზე უნდა იქნეს აყვანილი შესაბამისი რეაგირებით. ეს მოგვცემს საშუალებას შევზღუდოთ გავრცელება იმ დიდი რისკისა, რომლის საფრთხეც ამ ეტაპზე არსებობს. გადახედეთ ჩინეთის მაგალითს, რომელმაც ამ ტიპის ღონისძიებების გატარებით შეამცირა დაავადებათა პროცენტი და ბოლო მონაცემებით, იქ პრაქტიკულად ვირუსის გავრცელება შეწყდა. და ეს მხოლოდ ამგვარი აკრძალვის პირობებში გახდა შესაძლებელი.

- თვლით რომ, საგანგებო მდგომარეობის შემოღებით სახემწიფოს მეტი კომპეტენცია მიეცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში?
- პირველ რიგში კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა უნდა გატარდეს აკრძალვების დამრღვევ პირთა მიმართ. საუბარია თვითიზოლაციის თემაზე ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ იმ შეკრებებსა და დაუმორჩილებლობაზე, ეპიდზომების დაუცველობაზე, რომელიც მოთხოვნილ იქნა დაავადების კონტროლის რეკომენდაციით სახელმწიფოს მხრიდან.

- ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან, მიუხეადავად არა ერთხელ გაჟღერებული აკრძალვებისა, ar ემუშაავათ იმ ობიექტებს, რომლებიც არ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იგივე კაფე-ბარები, სილამაზისა და ესთეტიკური ცენტრები და ა.შ. სანამ საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდა, არავინ დახურა ობიექტი?
- მათი პოზიციაც გასაგებია, ყველას ოჯახი აქვს სარჩენი. მაგრამ, აკრძალვები პირველ რიგში, საერთო სიტუაციის გასაჯანსაღებლად არის გამიზნული. აქ ხომ აუცილებელი ნორმების დაცვაზეა საუბარი, თორემ კომენდანტის საათი არ არის შემოღებული, ხალხს გადაადგილება შეზღუდული არ აქვთ, ვინაიდან ყველას სჭირდებათ გასვლა სასურსათო თემებთან დაკავშირებით, რაც არსებობის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დახმარებაც არავის არ უარყვია. ვირუსის გავრცელება არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიავადმყოფოთ ნებისმიერი სხვა ტიპის პათოლოგიით. იგივე, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი მთელი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას... ბუნებრივია, იმ აკრძალვა -შეზღუდვების გათვალისწინებით, (გარდა საკარანტინო ზონისა) თავისი პროფილური კუთხით.

- ამ კუთხით ალბათ ძალიან მნიშვნელვანია ახლანდელ საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე მორალურ ვალდებულბებს იურიდიული ვალდებულბებიც რომ დაემატა?
- ეს კარგია, ვინაიდან მოხდება შეზღუდვა. თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს კონტიგენტი ჩვენი საზოგადოების უმეტესობას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს სამწუხარო რეალობა, რომელიც ეხება სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთას საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო საზღვრები გადაიკეტა და ამან განასხვავა მდგომარეობა წინა მონაცემებთან შედარებით, ძალიან გააქტიურდა სახმელეთო საზღვარი. მიმაჩნია, რომ აქაც უნდა იქნეს დაწესებული მკაცრი აკრძალვები, რათა გადაცემის ეს წყაროც შეჩერდეს. აქვე დავძენ, რომ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნებისმიერი, თუნდაც უმკაცრესი ღონისძიება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ არ მოხდეს ვირუსის შემდგომი გავრცელება. ჩვენ ყოველ დღიურად ვაწყდებით მოქალაქეების მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, როდესაც ისინი არ იზიარებენ და პიროვნულად არ იღებენ გადაწყვეტილებას, გადადგან ის ნაბიჯები, რაც ეპიდსაწინააღმდეგო საფრთხეებიდან მომდინარეობს. არ იცავენ ელემენტარული უსაფრთხოების წესებს და მოძრაობენ ჯგუფურად. ამით ისინი ზიანს პირველ რიგში არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თანამოქალაქეებსაც აყენებენ. დიახ, ჩვენ ვართ დღესაც ამ სიტუაციის შემწრენი, როდესაც მოქალაქეთა მორალური პასუხისმგებლობის თემები არც ისე მაღალია.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST