აკაკი ზოიძე: „2018 წლიდან ერთი ექიმი სხვადასხვა კლინიკაში აღარ იმუშავებს“

აკაკი ზოიძე: „2018 წლიდან ერთი ექიმი სხვადასხვა კლინიკაში აღარ იმუშავებს“

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში აღარ უნდა მუშაობდეს. 

მისი განმარტებით, ეს გზა ბევრმა ქვეყანამ გაიარა და სამედიცინო პერსონალი ჩვენთანაც არ დარჩება უმუშევარი.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კონტრაქტი იმ კლინიკებთან და დაწესებულებებთან უნდა დაიდოს, რომელიც საუკეთესო სერვისს მიაწოდებს მოქალაქეებს. ეს გზა გაიარა ბევრმა ქვეყანამ, ჩვენ ამისთვის კლინიკებს დროს მივცემთ. სამედიცინო პერსონალი არ დარჩება უმუშევარი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ექიმი ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ერთი დაწესებულებიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, ხშირ შემთხვევაში, ამის გამო სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არც თუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამ წლის ბოლომდე უნდა ვიმუშაოთ და მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იქნება", - აცხადებს  ზოიძე.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST