2022 წლის მონაცემებით, საქართველოში, ტუბერკულოზის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში, ტუბერკულოზის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული

24 მარტს - ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს, მსოფლიო 1982 წლიდან აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში“ იმყოფებოდა. მინისტრს თან ახლდა მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. სტუმრებს უმასპინძლა „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრის“ დირექტორმა, პროფ. ზაზა ავალიანმა, რომელმაც მათ კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერებინა. შემდეგ კი, ზურაბ აზარაშვილთან, ილია ღუდუშაურთან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად მიმდინარე გამოწვევები განიხილა. მინისტრი ასევე გაეცნო განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ შენობებშია განთავსებული. კლინიკა გათვლილია 250 საწოლზე და ჰყავს 400-მდე სამედიცინო პერსონალი. ცენტრს, ასევე აქვს ჟანგბადის ქარხანა, თანამედროვე რეფერალური და მოძრავი ლაბორატორიები. მინიჭებული აქვს ISO ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში“, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურებს, სახელმწიფო, სრულად აფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში, ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული - დღეს, ეს დიაგნოზი 1643 პაციენტს აქვს.

(ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ფოტოს)


გაზიარება
კომენტარები
POST
POST