„ევროპულ მედიცინასთან სისტემატური ურთიერთობა აუცილებელია საქართველოსთვის“ - ზურაბ რაინაული

„ევროპულ მედიცინასთან სისტემატური ურთიერთობა აუცილებელია საქართველოსთვის“ - ზურაბ რაინაული

საქართველოში რომელიმე კლინიკაზე თუ შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ, კერძოდ გერმანულ სტანდარტებს არის მიახლოვებული, ეს თბილისის ონკოლოგიური ცენტრია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კლინიკის დამფუძნებელს და დირექტორს - პროფ. ზურაბ რაინაულს.

- ბატონო ზურაბ, ის კადრი, რომელსაც დღეს უშვებს სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტები, არ არის საკმარისად კვალიფიციური იმისთვის, რომ დამოუკიდებლად დაიწყონ მაგალითად, ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება. ამერეკაში მომავალი ექიმი სანამ გამოცდებზე დაიშვება, 11 წელი სწავლობს. შემდეგ კიდევ ხუთი წელი გადის მთელ რიგ საფეხურებს. ჩვენს შემთხვევაში, უკვე თქვენ და თქვენაირ სპეციალასტებს ევალებათ მათი გაზრდა?

- მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის პრობლემა ყოველთვის იდგა, და რა თქმა უნდა, დღესაც დგას. თუ ჩვენ პროფესიონალიზმის განსაზღვრებას ზოგადი პოსტულატებით მივუდგებით, მაშინ მას ის სახელმწიფო დოკუმენტი ასახავს, რომელსაც სერთიფიკატი ჰქვია. ანუ, თუ ექიმს აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ონკოლოგიაში, ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ იგი კვალიფიციური ონკოლოგია.

- ასეა კი სინამდვილეში?
- ყოველ შემთხვევაში, სერთიფიკატი ამას გვეიბნება. რამდენად კვალიფიციურია ექიმი სინამდვილეში, ეს მეორე საკითხია და ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. გარდა თეორიული ცოდნისა, აღნიშნული დამოკიდებულია გამოცდილებაზე და იმ ავანგარდში ყოფნაზე, რასაც თანამედროვე მედიცინის მიღწევები ჰქვია. ამაზე განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება, ვინაიდან ექიმი მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო, რა ხდება მსოფლიო მედიცინაში. ამისთვის კი დასავლეთთან მუდმივი კავშირი უნდა გქონდეს. ასე რომ, თქვენ კითხვას ვუპასუხებ - თუ მარტო სერთიფიკატს დაუჯერებს, ყველა ექიმი ერთნაირი კვალიფიკაციისა თუმცა რეულარად ექიმის მაღალკვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები რომლებიც მხოლოდ მუდმივი სამედიცინო განათლებითა და გამოცდილებით მიიღწევა.

- მოდით, თქვენს პირად მაგალითზე გვითხარით, როგორც როგორც კლინიკის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა?
-  ჩემის აზრით დამსაქმებელი ჩემი სახით, რომელიც ცდილობს დაასაქმოს თავის კლინიკაში პროფესიონალი ექიმი, ამ სერთიფიკატის გარდა დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს იმ გამოცდილებას, რომელიც ასახულია ექიმის პროფესიულ ავტობიოგრაფიაში; ასევე მ უნარ ჩვევებში, რომელიც მას აქვს დაგროვილი. არსებობს რიგი ინდიკატორები, რის საფუძველზეც შეიძლება შეამოწმო ექიმის კვალიფიკაციის დონე . თუნდაც, დროებითი კონტრაქტების სახით. საქართველოში ბევრი პროფესიონალი ექიმი გვყავს   ასე რომ, არჩევანის ფართო სპექტრი არსებობს.

- თქვენს კლინიკას სისტემატურად ჩამოჰყავს უცხოელი სპეციალისტები. ასევ ახსენეთ, რომ აუცილებელია თანამედროვე მიღწევების და ახალი ტექნოლოგიების ავანგარდში ყოფნა. მათი ჩამოყვანა ამ მიზანს ემსახურება?
- მე ვახსენე, რომ სისტემატური ურთიერთობა ევროპულ მედიცინასთან აუცილებელია. ევროპიდან გადმოვიღეთ ჩვენ ე.წ. გაიდლაინები, რომელთაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ. მე ასე მიმაჩნია, რომ ყველა ქართველ ექიმს უნდ ჰქონდეს ურთიერთობა ევროპულ მედიცინასთან, ვინაიდან სხვანაირად უბრალოდ ვერ განვითარდებით. ჩვენს შემთხვევაში, ინდივიდუალური ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ როგორც ექიმებს, ისე ინსტიტუციებს შორის. გვაქვს დიდი ხნის ურთიერთობები საზღვარგარეთის ცნობილ კლინიკებთან. კარგმა ურთიერთობებმა და კოლეგიალურობამ განაპირობა ის, რომ ეს ურთიერთობები სხვა ფაზაში გადავიდა. რამოდენიმე გერმანელი ქირურგი ჩვენთან ვიზიტად იმყოფებოდა. სულ ბოლოს ჩამოსული იყო სასწავლო საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი პრივატ დოცენტი დირკ ჯენშურა, რომელიც კერძო ქირურგიული კლინიკის დირექტორია. ასევე, გერმანიაში ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტია ლაპარასკოპიულ ქირურგიაში. მისი დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ მიმართულების განვითარებისთვის. ყოველი მისი ჩამოსვლისას ეწყობა ონკოლოგიის შიდა კონფერენციები, რომლის დროსად ირჩევა საინტერესო შემთხვევები,  იმართება დისკუსიები და კეთდება მათი და ჩვენი გამოცდილების შედარებები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია დირკ ჯენშურას სურვილი დაგვეხმაროს მედიცინის განვითარებაში. ჩვენი კლინიკის მიღწევად მიმაჩნია ისიც, რომ არა მარტო გერმანელი სპეციალისტები ჩამოდიან ჩვენთან, არამედ ჩვენს ექიმებსაც ვაგზავნით იქ გამოცდილების მისაღებად.

- ისე, ჩვენც გამოცდილი ექიმები გვყავს, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან ევროპელებს?
- კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ იქაური სტანდარტების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი  და ეს არის ჩემის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება დავნერგით კლინიკაში. ამაში მათი დახმარება დაუფასებელია. თორემ ქირურგიული ტექნიკა და მანიპულაციების შესრულება, საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ დაავადების მართვა პაციენტის კვლევიდან დაწყებული მისი მკურნალობით და რებილიტაციით დამთავრებული - ეს არის სხვა და სწორედ ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს კომპლექსურად სტანდარტიზებული.

- სტანდარტიზაციაში რას გულისხმობთ?
- მედიცინა არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეცნიერება - დაგროვებული შემთხვევებზე დაყრდნობილი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ რომ „ეს არის ასე“!

- მოდით ისიც ვთქვათ, რომ რაც არ უნდა მტკიცებულებები არსებობდეს, არის გამონაკლისები, რომელიც ამ მტკიცებულებებს თავდაყირა აყენებს. მაგალითად, მე-4 სტადიის გადადებული ავადმყოფი გამოჯანმრთელებას იწყებს?
- კი ბატონო, გეთანხმებით,თუმცა დღესდღეობით მკურნალობის და სამედიცინო დახმარების მეთოდები არის ძალიან ბევრი. მაშინაც კი, როდესაც პაციენტი დაავადების გამო არის მძიმე მდგომარეობაში, არსებობს მანიპულაციები და პროცედურები, რომელიც სიცოცხლის ხარისხის აუმჯობესებს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST